ჩვენ შესახებ
გზაზე მოულოდნელი დაზიანების შემთხვევაში ხშირად შეუძლებელია ავტომობილით მოძრაობის გაგრძელება ან მისი უსაფრთხოდ გადაყვანა ავარიულ ზოლში. განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში, როდესაც მანქანა გასულია სავალი ნაწილიდან ან სტანდარტული ევაკუატორის გამოყენება შეუძლებელია, საუკეთესო გამოსავალია ამწე ტიპის „ობაბა“ ევაკუატორი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ სწრაფ და დროულ ავტოდახმარებას. გამოძახებიდან მოკლე დროში მოვალთ თქვენს ლოკაციაზე და გადავიყვანთ ავტომობილს თქვენთვის სასურველ ადგილზე.
ვთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ავტომანქანის ევაკუაციას თბილისში და რეგიონებში, საუკეთესო ფასად. შესაძლებელია 15 ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაც. კომპანია ოპერირებს 2020 წლიდან და ორიენტირებულია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე.
ავტომობილის გადაყვანა ხორციელდება უსაფრთხოდ, გამოცდილი მძღოლის მიერ, სპეციალური სამაგრების გამოყენებით.